მეზოთერაპია

ეს არის ინექციის საშუალებით კანქვეშ სამკურნალო პრეპარატების შეყვანა კოქტეილის სახით. ალტერნატიული მედიცინის მეთოდიკა მიმართულია პრეპარატების საშუალებით კოსმეტიკური ნაკლოვანებების გამოსასწორებლად და ზოგადად სახის და კანის მოვლისთვის ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიასა და ესთეტიკურ მედიცინაში.

mesoestetic_logo_602

მეზოთერაპია როგორც მკურნალობის ცალკეული მეთოდი სამედიცინო პრაქტიკაში ნახევარი საუკუნის წინ შემოვიდა. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდა კლინიკურ პრაქტიკაში მისი ფართოდ გამოყენება. მეზოთერაპია დერმატოლოგიაში წარმოადგენს პათოლოგიური და ასაკობრივი კანის ცვლილებების კორექციის მეთოდს, დერმაში სამკურნალო და კოსმეტოლოგიური ნივთიერებების შეყვანის გზით.

სამკურნალო ეფექტს მეზოთერაპია სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების, უჯრედული მეტაბოლიზმის აქტივაციის, კატალიზების(აჩქარების) და კანის რეგენერაციის დაჩქარების საშუალებით ავლენს. მეთოდი ესთეტიური მედიცინის კოსმეტოლოგიაში სწრაფად ვითარდება, იქმნება ახალი პრეპარატები და პროცედურის ჩასატარებელი ტექნოლოგიები. ასევე ფართოვდება მისი გამოყენების ჩვენებები. პაციენტების უმეტესობა თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე რწმუნდება, რომ მეთოდი „მუშაობს“ და  მას დიდი პერსპექტივები გააჩნია.

ჩვენს კლინიკაში გამოიყენება ესპანური კომპანია Mesoestetic-ი, ლიდერი მეზოთერაპიის კოქტეილების წარმოებაში. პრეპარატების ხარისხი დამტკიცებულია FDA,CE და ISO სერთიფიკატით.

პრეპარატების ხაზი მოიცავს 5 სახეობას:
16

Hyaluronic-ჰიალურონის მჟავა, 15მგ/მლ კონცენტრაციით:

  • სახის ასაკობრივი ცვლილება
  • მცირე და ღრმა ნაოჭები
  • პიგმენტაცია
  • კანის სიმშრალე
  • კუპეროზი
  • სოლარიუმში ხშირი სტუმრობა და მზეზე ხანგრძლივად ყოფნა
  • ლიფტინგი   
36

NCTC 109 - ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი , ინტენსიური ლიფტინგისა და ბიორევიტალიზაციისათვის:

  • ასაკობრივი კანი
  • სახის გამოხატული და წვრილი ნაოჭები
  • კისტის, დეკოლტესა და მაჯის ზონა
  • ტონუსის ამაღლება
  • პიგმენტური ლაქები
  • კანის კვება და დატენიანება, სახისთვის ჯანმრთელი იერის დაბრუნება
  • ლიფტინგი
50

DMAE + HA 2,5%

  • სახის, კისრისა და დეკოლტეს ზონის წვრილი და ღმა ნაოჭები
  • სტრიები ტანის არეში
  • ლიფტინგი
71

Vitamin C + HA 2,5%

  • ადრეული ნაოჭების პროფილაქტიკა
  • კანის სიმშრალე
  • პიგმენტური ლაქები
  • სოლარიუმში ხშირი სტუმრობა და მზეზე ხანგრძლივად ყოფნა
  • ლიფტინგი

Biotin – B ჯგუფის ვიტამინები, მინერალები და კომპექსური ზრდის ფაქტორები:

თმის ცვენა, როგორც ჰორმონალური, ასევე ასაკობრივი, გამოწვეული სტრესისგან, დაღლილობისგან, ორსულობისგან, გარემო ფაქტორებისგან და ა.შ