აკნეს მკურნალობა
akne_2_750

გამონაყარი ან აკნე ცხიმოვანი ჯირკვლების ქრონიკული დაავადებაა. ეს ორგანიზმის რეაქციაა ანდროგენების სტიმულაციაზე (მამაკაცის სასქესო ჰორმონები) რომელიც გამოიხატება ქსოვილების ანთებით პროცესში.

აკნეს მკურნალობისათვის საჭიროა ინდივიდუალური თერაპია და კომპლექსური მიდგომა. ინდივიდუალური მკურნალობის შერჩევა აუცილებელია, რადგანაც ამ დაავადების, ამა თუ იმ მეთოდით მკურნალობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. მათ შორის პაციენტის ასაკსა და სქესზე, დაავადების ხანგრძლივობაზე, გამონაყარის ხასიათზე, მისი ლოკალიზაციასა და გავრცელებზე, ანალიზების პასუხზე და სხვა.

akne_480აკნეს მკურნალობისთვის რეკომენდირებულ საშუალებებს მიეკუთვნება სახის წმენდა, რომელიც საშუალებას იძლევა  მოცილებულ იქნას კანის მკვდარი უჯრედები, ცხიმგროვები და კომედონები. არსებობს მექანიკური (ხელით), აპარატურული და ქიმიური სახის წმენდა. ასევე კარგ შედეგებს იძლევა მეზოთერაპიული მკურნალობა, პროცედურის არსი შემდეგში  მდგომარეობს - კანში წერტილოვნად უნდა შეიყვანონ  სხვადასხვა სამკურნალწამლო საშუალება-ჰომეოპათიური პრეპარატები, ვიტამინები, ამინომჟავები, კოლაგენი, ელასტინი, ბიოტექნოლოგიური პროდუქტები, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა და სხვა.

akne_0_500ე.წ. სამკურნალო კოქტეილის შემცველობა ირჩევა ინდივიდუალურად, პრობლემის არსისა და სასურველი შედეგიდან გამომდინარე. მსგავსი მკურნალობა საშუალებას იძლევა მოხდეს ანთებითი კერის კუპირება (ჩაცხრომა, აღმოფხვრა), მოახდინოს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირების ნორმალიზება, შეავიწროვოს ფორები. ასევე აკნეს მკურნალობენ ფოტომეთოდით, ესეც ერთ-ერთი რეკომენდირებული და ეფექტური საშუალებაა. ეს მეთოდი ანადგურებს ბაქტერიებს რომლებიც იწვევენ ანთებას, რაც განსაკუთრებით ეფექტურია ჩირქოვანი გამონაყარის დროს.  დამატებით საშუალებად აკნეს მკურნალობაში შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა სახის პილინგი. პილინგი წმენდს სახეს და ამცირებს ფორებს, აღიავებს ჩამჯდარ ლაქებს.

მსგავსად, ზემოთ აღწერილი პროცედურისა, პილინგით მკურნალობაც მოითხოვს, ინდივიდუალურ მიდგომას.